"გაძლიერდი და შეცვალე" თიანეთში

07/10/2015

23-24 ივლისს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით ანა არგანაშვილმა თიანეთში საგანმანათლებლო ტრეინინგი ჩაატარა. ტრეინინგის მიზანი იყო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაცნობა ადგილობრივი მიზნობრივი ჯგუფისთვის.

შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

07/10/2015

დღეს, 2015 წლის 26 ივნისს, PHR-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით გამართულ მორიგ შეხვედრაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

22/07/2015

2015 წლის 5 ივნისს, PHR -ის წარმომადგენლები დევნილ ქალებთან ერთად დაესწრნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას.

ქ. ქუთაისის საკრებულოს სხდომა

22/07/2015

2015 წლის 27 მაისს გაიმართა ქ. ქუთაისის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები (ფონდი სოხუმი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

PHR-ი დევნილ ქალთან ერთად ქ. თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

22/07/2015

2015 წლის 22 მაისს, PHR-ის წარმომადგენელი დევნილ ქალთან ერთად დაესწრო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას.