"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში".

20/04/2016

პროექტი  ხორციელდება ორგანიზაციების „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და Disability Rights International (DRI) მიერ, USAID ფინანსური მხარდაჭერით თბილისსა და ბათუმში.

"საქართველოში დევნილ ხანდაზმულ და დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა"

23/02/2015

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისსა და გორში. პროექტის მიზანია დევნილ ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაციის იდენტიფიცირების და ადვოკატირების გზით პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

23/02/2015

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალთა, მათ შორის ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოვლენა, მართვა, სახელმწიფო პოლიტიკის სენსიტიზაცია და ქალთა ჯგუფების მობილიზაცია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობის რეალიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად”.

23/02/2015

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველო’’ მხარდაჭერით, თბილისში, ქვემო ქართლსა და გურიის რეგიონებში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის გაძლიერება. 

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა დაცვა ძალადობისგან.

23/02/2015

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის ,,ქალთა ფონდი საქართველოში’’ მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა, მათ შორის ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა სამართლებრივი დახმარება.