ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძნობადი მხარდაჭერა საქართველოში

25/07/2017

პროექტის მიზანია საქართველოში ქმედუნარიანობის ახალი რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება. პროექტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის ალტერნატიული სამართლებრივი მიდგომების დანერგვასა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ხელშეწყობას;

„მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“

05/09/2016

პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის მართლმსაჯულების (სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატური ოქმის მიმართულებით) ხელმისაწვდომობას მათი ინფორმირებულობითა და ცნობიერების ამაღლების საშუალებით. 

ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

31/05/2016

პროექტის განხორციელების ძირითადი სტრატეგიაა შესაძლებლობების გაძლიერება (capacity-building) და განათლება იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ რეფორმას. ცნობიერების ამაღლება და განათლება ზოგადად საზოგადოებისთვის, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის და მხარდამჭერებისათვის, ისევე როგორც სტრატეგიული სამართალწარმოება და ნეთვორქინგი, მათი უფლებების დასაცავად.

„საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად საქართველოში“

17/05/2016

პროექტის მიზანია საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არსებული მოწმისა და დაზარალებულის  კოორდინირების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია მსხვერპლთათვის გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების პროცესში.

"გენდერული სამართლიანობა ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისათვის“

17/05/2016

პროექტი მიზნად ისახავს განახორციელოს ქართული კანონმდებლობის კვლევა გენდერის პერსპექტივით, შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ასევე ქალთა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან ( შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ლბტ და რელიგიური/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები) მუშაობით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს  რეგიონებში.