სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

07/08/2018

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენის მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების გადახედვის გზით.

“ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვებისათვის საქართველოში”

06/08/2018

დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ძირითადი მიზანია, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართელოს კანონის ეფექტური აღსრულების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციის დაძლევის კუთხით.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება საქართველოში

03/07/2018

პროექტის მიზნები: პროექტი მიზნად ისახავს ადვოკატირების გზით სტამბულის კონვენციის განხორციელებას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას კონვენციის მიერ მოთხოვნილი მონაცემების ეფექტურად შეგროვების ხელშეწყობას.

ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტურობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საქართველოში

31/07/2017

პროექტის მთავარი მიზანია, ფსიქიატრიულ და პანსიონურ დაწესებულებებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა და თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად

27/07/2017

პროექტი სამოქალაქო უფლებებისა და ინტენსიური ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოების საშუალებით მიზნად ისახავს სახელმწიფოს პოლიტიკის გაუმჯობესებას გენდერული ძალადობის, დისკრიმინაციისა და სამართლებრივი რეაგირების მიმართულებით.