ანა აბაშიძე

23/02/2015

7 წლის განმავლობაში მუშაობს ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო ორგანიზაციაში (გაეროს ქალთა ორგანიზაცია), საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. არის ტრენერთა ტრენერი, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში - "ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის". არის ავტორი რამდენიმე მონიტორინგის ანგარიშისა და ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებული პუბლიკაციისა.

ამჟამად არის ხელძღვანელი ორგანიზაციისა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR".

ნანა გოჩიაშვილი

23/02/2015

2009 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახელმწიფო სამსახურებსა და სახალხო დამცველის ოფისში. არის მკვლევარი, მონაწილეობდა ბავშვების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების) უფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებაში. ამჟამად, PHR-ში ხელმძღვანელობს პროექტს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებისა და შესაძლებლობის მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად".

ნანა აბაშიძე

23/02/2015

2013 წლიდან მუშაობს ა/ო-ში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის". ჩართულია ადამიანის უფლებების და დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების სწავლების საკითხებში. ორგანიზაციაში ჩართულია პროექტში "ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ", "დევნილ ხანდაზმულ და დევნილ შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა საქართველოში". ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა: ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტი "დემოკრატია სკოლაში". მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტრენინგებსა და აქტივობებში ადამიანის უფლებების კუთხით.