თამარ კურატიშვილი

16/06/2016

თამარ კურატიშვილი 2016 წლის ივნისიდან მუშაობს ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ანი სალდაძე

22/03/2016

ანი "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გუნდს, 2016 წლის მარტის თვიდან  შემოუერთდა. 2013 წლის მარტიდან 2016 წლის მარტამდე იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ჯერ სასამართლო მონიტორის, ხოლო შემდგომ იურისტის პოზიციაზე. მან ასევე სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ანი ამჟამად ჩართულია პროექტში "ქმედუნარიანობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში".

კობა ნადირაძე

23/02/2015

ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ჩატარებული აქვს არაერთი მონიტორინგი და ადამიანის უფლებების საგანმანათლებლო კურსი შესაძლებლობის გათანაბრების, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის მხარდაჭერის მიზნით.

ანა არგანაშვილი

23/02/2015

2003 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნეირორეაბილიტაციისა და დღის ცენტრებში, გაეროს ბავშვთა ფონდში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. "კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გადასცა საპატიო სიგელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ავტორია არაერთი კვლევისა და მონიტორინგის ანგარიშისა, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და ხანდაზმულების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.

ანა აბაშიძე

23/02/2015

7 წლის განმავლობაში მუშაობს ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო ორგანიზაციაში (გაეროს ქალთა ორგანიზაცია), საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. არის ტრენერთა ტრენერი, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში - "ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის". არის ავტორი რამდენიმე მონიტორინგის ანგარიშისა და ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებული პუბლიკაციისა.

ამჟამად არის ხელძღვანელი ორგანიზაციისა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR".