შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების საკითხები

25/03/2015

2014 წლის 24 მარტს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების შეხვედრა

25/03/2015

2015 წლის 23 მარტს PHR-ის ინიციატივით, ორგანიზაციის ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება'' ოფისში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების შეხვედრა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში

25/03/2015

2015 წლის 22 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დაუნის სინდრომის მქონე 50-მდე ბავშვს და მათ მშობლებს უმასპინძლეს.

ღონისძიებაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ PHR-ის წარმომადგენლები ნანა აბაშიძე და მარი კორკოტაძე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვათა უფლებების დაცვის საკითხებში.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

25/03/2015

2015 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მოეწყო ვაკის პარკიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო PHR-მაც. მსვლელობის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდაჭერა.

ნაადრევი ქორწინება და მისი გენდერული ასპექტები

25/03/2015

ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის'' წარმომადგენლები ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი ტელეკომაპანია GuriaTV-ის ეთერში, გადაცემაში თოქ-შოუ, თემაზე - ნაადრევი ქორწინება და მისი გენდერული ასპექტები.