PHR-ის ხელმძღვანელმა სტუდენტებთან სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით ქალთა ეკონომიკური განვითარების თემაზე ჩივნინგის კურსდამთავრებულებმა დისკუსიების სერია დაიწყეს. პირველი შეხვედრა სექსუალური შევიწროების თემას მიეძღვნა, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული 35 სტუდენტი ესწრებოდა.

დისკუსიაზე – „სექსუალური შევიწროება – კანონი და პრაქტიკა“ PHR-ის ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ სტუდენტებს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მექანიზმები გააცნო; ისაუბრა სექსუალური შევიწროების სახეებსა და ფორმებზე. შეხვედრის მიმდინარეობისას მან საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზები განიხილა, რომლებსაც ქალები დასაქმების ადგილას აწყდებიან. ანამ ასევე, მიმოიხილა ის  პროცედურები, რაც სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ყურადღება გაამახვილა მტკიცებულებათა შეგროვების საჭიროებაზე, საზოგადოებაში სექსუალური შევიწროების საკითხისადმი სოლიდარობის მნიშვნელობასა და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტების როლზე.

52890033_2717347168283367_4335528876949110784_n

53145694_2717346941616723_2690129044745224192_n53212868_2717347164950034_4470249777547706368_n53229473_2717346931616724_1353990359914381312_n53630628_2717346964950054_2752611361384038400_n