PHR-ი შშმ გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ შეხვედრებს აგრძელებს

PHR-ის წარმომადგენელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების  რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ მორიგი შეხვედრა ჩაატარა.  შეხვედრას თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონის აღმზრდელები, მასწავლებელი, ექიმები და მშობლები ესწრებოდნენ. შეხვედრისას განხილული საკითხების მიმართ მაღალი ინტერესი გამოიკვეთა, რაც არსებული პრობლემების გააზრებასა და ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებს.

53160544_338986329927652_1206773664284934144_n (1)

PHR-ის წარმომადგენელი მონაწილეებს ესაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებლობასა და თავისებურებებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე. ორგანიზაციის იურისტმა შეხვედრისას განიხილა ამ მიმართულებით თავად სკოლა-პანსიონის ადმინისტრაციისა და აღმზრდელების უფლება-მოვალეობები.

54433935_1063963093814536_6836262005813280768_n.jpg

შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა განათლების პოლიტიკის სისტემური პრობლემა, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სკოლა-პანსიონებში პანსიონების მუშაობის სამართლებრივი რეგულირების არ არსებობა, რაც ართულებს დაწესებულების პერსონალის ეფექტურ მუშაობას. როგორც დისკუსიის ნაწილში სკოლის დირექტორმა აღნიშნა, სააღმზრდელო დაწესებულების მუშაობის ზოგადი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში, იგი აუცილებლად უნდა მოიცავდეს სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების ინფორმირების საკითხს. მისი თქმით, მსგავსი სტანდარტების არსებობა მოითხოვს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აღმზრდელების საჭიროებას და შესაბამისად, დაიწყება კადრების გადამზადებაც. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიულად გაიწეროს აღმზრდელების კომპეტენცია – რათა გარკვეული უნარ-ჩვევების დასწავლისას, ერთი მხრივ – მათ არ გადაამეტონსაკუთარ უფლებამოსილებებს, ხოლო მეორე მხრივ –  დაცულები იყვნენ თავიანთი ქმედებების მართლზომიერადგანხორცილებისას.

როგორც შეხვედრისას გამოვლინდა, სააღმზრდელო დაწესებულებებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელებისათვის სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული ქცევების დასწავლისას იმავე სქესის აღმზრდელების არ არსებობა/ნაკლებობა.  გენდერული როლების გადანაწილების სქემაში აღმზრდელობა ქალისთვის განკუთვნილ პროფესიად მიიჩნევა, ამ ტიპის გენდერული დიფერენციაცია კი, შშმ მოზარდების შემთხვევაში, სრულყოფილი განათლების მიღების უფლებას  ხელს უშლის.

აღმზრდელებმა ისაუბრეს ამ მიმართულებით მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მშობელთა თანადგომა ხელს შეუწყობს ბავშვებში შესაბამისი ქცევების და საჯარო და პრივატული სივრცეების განსხვავების დასწავლის პროცესს. აღმზრდელებმა აღნიშნეს, რომ შშმ მოზარდთა საუკეთესო ინტერესის დაცვისათვის მნიშვნელოვანია სკოლის და მშობლის შეთანხმებული მუშაობა.

53221760_565449543865546_1559405885334224896_n.jpgშეხვედრას ესწრებოდნენ 9 და 13 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბიჭების მშობლები. 13 წლის ბიჭის დედის თქმით, ის აქტიურად არის ჩართული ბავშვის ყოველდღიურობაში და საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა, ბავშვს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. მაგრამ მნიშვნელოვანია,  რომ სექსუალური ძალადობისგან შშმ მოზარდთა დასაცავად  მათი ასაკის შესაბამისი საუბრის წარმართვა პრობლემის/სირთულეების დაწყებამდე დავიწყოთ, რათა მომზადებული/ინფორმირებული დახვდნენ შესაბამის ასაკობრივ გამოწვევებს.

PHR-ის მიერ ჩატარებული შეხვედრების შედეგადაც ვლინდება, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის მათ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და პრივატულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების ადაპტირებული სასწავლო გეგმის არ არსებობა. როგორც მე-200 სკოლის დირექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა შშმ ბავშვების უფლებების დასაცავად, რადგანაც სანამ სახელმწიფო სისტემურად დაიწყებს მუშაობას აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები რჩებიან მნიშვნელოვანი სარგებლის გარეშე. არსებული მდგომარეობით კი, ადმინისტრაცია მოზარდებს ვერ სთავაზობს სრულყოფილ განათლებას.

53560538_2339373672792825_8691488685692026880_n.jpg