ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტზე კოალიციამ რეკომენდაციები შეიმუშავა

19125390_10155428511282628_155120487_o (1)კოალიციაში შემქნილმა ბავშვის უფლებათა კოდექსის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები კოდექსის პროექტის ბოლო სამუშაო ვერსიაზე და მიაწოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ამა წლის 22 თებერვალს.

ვიმედოვნებთ, რომ კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ რეკომენდაციებს და გაითვალისიწნებს მათ ბავშვთა კოდექსის გაუმჯობესების მიზნით. კოდექსის გაუმჯობესებული დოკუმენტი ჩაუყრის ფუნდამენტურ საფძველს ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რეკომენდაციები შედგება 4 ძირითადი ნაწილისაგან:

  1. კოდექსის პროექტის ტერმინოლოგიასთან და სტრუქტურასთან დაკავშირებული კომენტარები და რეკომენდაციები;
  2. რეკომენდაციები აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით;
  3. რეკომენდაციები კონკრეტული მუხლების მიხედვით;
  4. კომენტარები სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ                                                        კოალიციის ბავშვთა კოდექსის რეკომანდაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ