PHR-ი შშმ გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებისსექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს.

IMG_5177.JPG

PHR-ის წარმომადგენელმა, თათია მიქელაძემ, მორიგი შეხვედრა დღის ცენტრ „ასოციაცია ანიკაში“ გამართა. შეხვედრას ამავე დღის ცენტრის ფსიქოლოგები, აღმზრდელები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. თათიამ შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებლობასა და მათ განსაკუთრებულ საჭიროებებზე. ყურადღება გაამახვილა განათლებასა და საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობაზე, როგორც სექსუალური ძალადობის ერთ-ერთ პრევენციულ მექანიზმზე.

IMG_5179.JPG

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიისას აღნიშნეს, გასულ წელს დღის ცენტრის ინიციატივით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგი პერსონალის გადამზადებისა და მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდა. როგორც დღის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, მსგავსი ტიპის ტრენინგები მათ დაეხმარათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებთან სექსუალური ხასიათის ქცევის მართვაში; გადამზადების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი კომპტენცია და შესაბამისად, ინდივიდუალურად და ჯგუფურადაც გამარტივდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. როგორც მათ აღნიშნეს, აქვთ კონკრეტული წარმატებული შემთხვევები, რასაც მშობელთა აქტიურ ჩართულობას უკავშირებენ.

შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ მნიშნელოვან ბარიერს წარმოადგენს საკითხის შესახებ მშობლების დამოკიდებულებები. მათი უმრავლესობა ამ საკითხებზე საუბარსა და მსგავსი ტიპის ტრენინგებსა თუ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობას ერიდება. მშობლების ძირითადი არგუმენტი – აღნიშნული ინფორმაციის მიღების შედეგად მოზარდების ამ საკითხებით უფრო მეტად დაინტერესების შიშია.

 

დღის ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბიჭების შემთხვევაში უფრო მკვეთრადაა გამოხატული პრობლემები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით და მათი მშობლებიც უფრო მეტად აქტიურობენ ინფრომაციის მიღების საჭიროების თვალსაზრისით. ხოლო, გოგონები საკითხისადმი ინტერესს ზოგადი შინაარსის ფრაზებით გამოხატავენ, რაც ძირითადად, „გათხოვებას“ და სიყვარულს უკავშირდება. შესაძლოა, გოგონების ასეთი უჩინარი ქცევები განპირობებულია გენდერული სტერეოტიპებითა და ოჯახში გოგონების სექსუალობისკენ მიდრეკილების მიმართ არსებული ტაბუთი. ჩვენი დაკვირვებით – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები, შესაძლოა, ინტერსექციული ჩაგვრის მსხვერპლები იყვნენ. ერთი მხრივ, როგორც გოგონები, ხოლო მეორე მხრივ – როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მიუხედავად ადმინისტრაციის მზაობისა, უმრავლეს შემთხვევაში, პრობლემა კვლავაც რჩება. ორგანიზაცია პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად მიიჩნევს დღის ცენტრებსა და სკოლებში არსებული საჭიროებების, პრობლემების აღიარებასა და მათ აღმოფხვრაზე აქტიური მუშაობის დაწყებას. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კი, საკითხის მიმართ მშობლების დამოკიდებულებები წარმოადგენს. ასევე, საჭიროა, დამკვიდრდეს შესაბამისი მომსახურების სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოზარდთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ ინფორმაციისა და განათლების მიღებას.

შესაბამისად, მშობლების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით PHR-ი, სკოლებთან და დღის ცენტრებთან შეთანხმებით, მათთან დამატებითი შეხვედრების ჩატარებას გეგმავს.

IMG_5199.JPG

ეს

IMG_5184.JPG