PHR-ის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან არასრულწლოვნების მართლმსაჯულების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს

23 თებერვალს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების გაშუქებას შეეხებოდა. პირველ დღეს ტრენინგს უძღვებოდნენ ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი, ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლები.

PHR-ის იურისტებმა ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაშუქდეს დანაშაული, სადაც არასრულწლოვანს სდებენ ბრალს. რა შეცდომებს უშვებს მედია ამ თემაზე მუშაობისას, როგორია კანონმდებლობა საქართველოში, რა პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რა შედეგები მოაქვს ამ თემაზე არასწორად მომზადებულ მასალებს და რა ფაქტორებზე უნდა გაამახვილონ ჟურნალისტებმა ყურადღება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია-ს ფოტო.