NGO-ები ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შედეგებს ევროპარლამენტარებს გააცნობენ

ღია საზოგადოების ფონდი პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს.

es

მონიტორინგის ანგარიში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება თბილისში 13 თებერვალს გამოქვეყნდა.  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშები ასახავს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ბავშვთა და ქალთა უფლებების, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის, შრომითი ურთიერთობების, გარემოს დაცვის მიმართულებით.

პოლიტიკის დოკუმენტები ასახავს აღნიშნულ სფეროებში განხორციელებული რეფორმების გამოწვევებს, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებსა და რეკომენდაციებს. ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ბავშვთა უფლებების მიმართულებით ახორციელებს. პოლიტიკის დოკუმენტში “საქართველოში ბავშვებისათვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესები საჭიროება” – განხილულია ქვეყანაში ბავშვებისათვის მართლმსაჯულებაზე წვდომის ასპექტები. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს იმ ბარიერებზე, რომლებიც საქართველოში ბავშვებს სასამართლოში წარმომადგენლობის დროს, იურიდიული დახმარებისა და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღებისას ხვდებათ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა 2019 წლის 5 მარტს ბრიუსელში გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგები არის ალტერნატიული დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარები და ევროკომისიის წარმომადგენლები სხდომამდე გაეცნობიან.

ღია საზოგადოების ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი და დემოკრატიის ევროპული ფონდი უმასპინძლებენ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელზეც შეჯამდება ასოცირების ხელშეკრულების გავლენა საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს მოქალაქეებზე.

ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ს ფოტო.

ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ს ფოტო.