შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების დაცვა სექსუალური ძალადობისგან

ორგანიზაცია: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
დონორი: მაკ ჯორჯია
ხანგძლივობა: 08 იანვარი 2019 - 07 მარტი 2019
თანხა: 5,400.00 $
დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ძირითადი მიზანი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების სექსუალური ძალადობისგან დაცვა. ამ მიზნის მიღწევის საშუალებას კი წარმოადგენს მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასთან, რაც ერთის მხრივ ძალადობის პრევენციაა, ხოლო მეორეს მხრივ მათ მომხდარი ძალადობის შედეგების მართვის საშუალებას მისცემს.

მიზნის თანმდევი ამოცანა - შესაბამისი დაწესებულებების მომსახურე პერსონალის და შშმ გოგონების მშობლების და ოჯახის სხვა წევრების გაძლიერება. კერძოდ, მათ უნდა შეეძლოთ და ვალდებულნი უნდა იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ, ასევე მათი უნდა დაიცვან ისინი ამ უფლების ფარგლებში ყოველგვარი იძულებითი ქმედებებისგან და საჭიროების შემთხვევაში მათ უნდა ქონდეთ ადეკვატური დახმარების გაწევის შესაძლებლობა/უნარი.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში მოხდება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ არსებული ეროვნული საკანონმდებლო ბაზის და საერთაშორისო აქტების შესწავლა/დამუშავება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები შშმ გოგონებთან მომუშავე პერსონალთან და მშობლებთან/ოჯახის წევრებთან. შეხვედრების ჩატარება დაიწყება პროექტის საწყის ეტაპზევე და ამ შეხვედრების საშუალებით გამოვკვეთავთ შშმ გოგონების საჭიროებებს და ამ საკითხების მიწოდების გზებს შევიმუშავებთ, ხოლო პროექტის გუნდი გავუზიარებთ ინფორმაციას, გავაცნობთ არსებულ სტანდარტებს და მექანიზმებს, თუ როგორ მოხდეს მათი ინფორმირება სექსუალური ძალადობისგან დაცვის და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ;
პროექტის ბოლოს შეიქმნება დოკუმენტი, რომელშიც აისახება ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შედარებითი ანალიზი და შეხვედრების შინაარსის/შედეგების ანალიზი.
პროექტის ფარგლებში მოვამზადებთ ბუკლეტებს, რომელშიც ასახული იქნება შშმ გოგონათა სექსუალური ძალადობისგან დაცვის და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მომსახურების პერსონალისათვის და მშობლებისათვის. ეს ბუკლეტები, მომზადდება პროექტის პირველ ეტაპზე.
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან და ვუზრუნველყოფთ, მათი პროექტის „Kiko and the hand“ ფარგლებში გაკეთებული ვიდეოების ქართული სუბტიტრებით თარგმანს, რაც შშმ გოგონებამდე მათი უფლებების, შესახებ ინფორმაციის მიწოდების მარტივ/ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში მოვახდენთ ჩატარებული შეხვედრების შედეგიანობის შემოწმებას, რაც გულისხმობს შესაბამისი დაწესებულების პერსონალის მხრიდან შშმ გოგონებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის გადამოწმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვითანამშრომლებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან.