PHR-ის იურისტებმა მხარდაჭერის ინსტიტუტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

25 ნოემბერს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა, ქეთევან კოპალიანმა და სოფიკო მენაბდიშვილმა, ქალაქ ფოთში მდებარე დღის ცენტრში – „კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის“ –   სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ.

46814803_828168480850735_7522908984454414336_nორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრნენ იმ განსხვავებების შესახებ, რაც მეურვეობის კანონმდებლობასა და მხარდაჭერის ინსტიტუტს შორის არსებობს. მეურვეობის პრაქტიკა არ ცნობდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებას ქმედუნარიანობაზე; მხარდაჭერის სისტემის ფარგლებში კი, აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი ხდება შესაბამისი მხარდაჭერის გაწევის პირობებში.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, თუ რა როლს ასრულებს სოციალური სამსახური მხარდამჭერის საქმიანობის შეფასებისას. PHR-ის იურისტებმა მათ განუმარტეს, რომ სოციალური მუშაკის მიერ მხარდამჭერის საქმიანობის შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც გეგმიურად, – საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე, იმ შემთხვევებშიც, როდესაც სოციალური მუშაკი ფლობს ინფორმაციას მხარდაჭერის მიმღები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის უფლებადარღვევის შესახებ და საჭიროა სოციალური სამსახურის დაუყოვნებლივი რეაგირება პრობლემის გადასაჭრელად.

მონაწილეების თქმით, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული მხარდამჭერის სტატუსი, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია დასჭირდეთ სასამართლოსთვის მიმართვა მხარდაჭერის სფეროების განსასაზღვრად. შესაბამისად, იურისტები მათ ასევე ესაუბრნენ  მხარდაჭერის განსაზღვრის სასამართლო პროცედურის სხვადასხვა ეტაპების შესახებ.

46863389_2263811107242040_2184622977532821504_n46961852_2074445452614973_5669662911564349440_n46973955_337681633710193_3408006135049879552_n46766820_748558882210841_2722475701876817920_n