Amnesty International-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე PHR-ის წარმომადგენელმა საქართველოში ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ისაუბრა

ამ წუთებში, ყაზახეთის დედაქალაქში, ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება, სადაც გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციის შეფასების მიზნით  მომზადებული  ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. განსაკურებული ყურადღება გამახვილებულია კონვენციის მე-12 მუხლის იმპლემენტაციის აუცილებლობაზე, რომელიც ქმნის კანონის წინაშე თანასწორობის  გარანტიას ყველასთვის მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთმა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, ქვეყნაში გამოიყენება ქმედუნარიანობის ძველი სისტემა, რაც მეურვეთა დამაზიანებელ პრატიკას ემყარება. კანონმდებლობის მიხედვით ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე ადამიანები კვლავაც არ აღიქმებიან უფლების სუბიექტებად, რაც იწვევს მათ მიმართ სისტემური დისკრიმინაციის მწვავე პრობლემას.

img_7713

PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანა აბაშიძე, კონფერენციის მონაწილეებს უზიარებს,  2015 წელს,საქართველოში განხორციელებული ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ინფორმაციას, რომლის შედეგადაც  მეურვეობის უსამართლო სისტემა შეიცვალა  მხარდაჭერის მოდელით. რაც მეტად ორიენტირებულია ადამიანის საჭიროებებზე, პატივს სცმეს ადამიანთა ღირსებასდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზების საშუალებაა.

მოხსენებისას, PHR-ის წარმომადგენელმა, ასევე ისაუბრა ქმედუნარიანობის რეფორმის ხარვეზებზე და კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა გაუზიარა.

img_7712img_7714img_7711