სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში (2016-2017)

წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წწ. სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები, რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, ბავშვთა უფლებებს, გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს. ეს ანგარიში წარმოადგენს ერთიანი კვლევის ნაწილს, რომელიც ხორციელდება რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი. ერთიანი ანგარიში ასევე მოიცავს ისეთი საკითხების მონიტორინგს, როგორებიცაა: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურატურა, ადამიანის უფლებათა დაცვის სასჯელაღსრულების სისტემა და წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა; გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტი პირების უფლებები. წინამდებარე ანგარიში გაზიარებულ იქნა გეგმის შესრულებაზე პასუხისგებელ სახელმწიფო უწყებებთან მათი მოსაზრებების დაფიქსირების მიზნით.

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი მხარდაჭერილია USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „კანონის უზენაესობა საქართველოში“ (PROLoG) და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) მიერ. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა მონიტორინგის ერთიანი მეთოდოლოგია, მომავალში მსგავსი სამოქმედო გეგმების მონიტორინგისთვის.

ავტორები:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • ბავშვთა უფლებები – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები – კავშირი საფარი.

 

 

სამთავრობო სამოქმედო გეგმის... by on Scribd