PHR-მა და EMC-იმ ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები წარადგინეს

დღეს, 19 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარადგინეს. პრეზენტაცია ორგანიზაციების „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც როგორც სამთავრობო უწყების წარმომადგეენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

IMG_3657.JPGPHR-ის წარმომადგენელმა ნანა გოჩიაშვილმა აუდიტორიას ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაც სამოქმედო გეგმის შესრულებას ახლდა თან. ბავშვთა უფლებების თავის შესრულების მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას ნანამ აღნიშნა, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმით ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ვალდებულებები სრულად ვერ პასუხობს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებს ან ნაწილობრივ პასუხობს მას.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, არსებითად არ გაუმჯობესებულა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, კვლავ აქტუალურია ბავშვთა სიკვდილიანობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება, განსაკუთრებით კი სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები.

IMG_3650.JPGრაც შეეხება სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით, როგორც მონიტორინგმა აჩვენა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიღების პროცესში სწავლების ხარისხი და უწყვეტობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. პრობლემას წარმოადგენს სპეციალური პედაგოგების არასაკმარისი რაოდენობა და კვალიფიკაცია, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა, ტრანსპორტირების მოუწესრიგებლობა, სასწავლო დაწესებულებების, სასკოლო ინვენტარისა და სასწავლო მასალების მისაწვდომობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი მხარდაჭერილია USAID-ისმიერ დაფინანსებული აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაესობასაქართველოში” (PROLoG) და ფონდი „ღია საზოგადოებასაქართველოს“ (OSGF) მიერპროექტის ფარგლებშიასევე შემუშავდა მონიტორინგის ერთიანი მეთოდოლოგიამომავალში მსგავსი სამოქმედო გეგმებისმონიტორინგისთვის.

42045299_735200540147317_1667502945089880064_n42085487_735200546813983_8892633939877822464_nIMG_3644IMG_3650IMG_3653IMG_3657IMG_3662IMG_3665IMG_3667IMG_3668IMG_3677IMG_3681IMG_3684IMG_3689IMG_3692