PHR-ის იურისტებმა დღის ცენტრში „მზის შვილები“ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

13 სექტემბერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთევან კოპალიანმა ქმედუნარიანობის რეფორმის გამოწვევების შესახებ დღის ცენტრში „მზის შვილები“ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

41678610_2198817817066292_2790374229973925888_n.jpgშეგახსენებთ, რომ 2015 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილელების შესაბამისად, მეურვეობა მხარდამჭერის ინსტიტუტით ჩანაცვლდა, რომლის ფარგლებშიც აღიარებულია ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლება ქმედუნარიანობაზე. საინფორმაციო შეხვედრაზე PHR-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქმედუნარიანობის რეფორმის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მხარდაჭერის მიმღებისა და მხარდამჭერის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესახებ.

შეხვედრის დამსწრეები დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ ხდება მხარდამჭერის სტატუსის მინიჭება სასამართლოს მეშვეობით, რა ვადებთანაა დაკავშირებული აღნიშნული პროცედურა, როგორია სოციალური სამსახურის როლი მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით და რა დაბრკოლებები შეიძლება წარმოიშვას ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მიერ ქმედუნარიანობის უფლების ფინანსურ სფეროში განხორციელებისას. შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის ნაწილში გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, მათ შორის აღნიშნეს, რომ მხარდამჭერის საქმიანობა თავისი სირთულიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროა, იყოს ანაზღაურებადი.

შეხვედრის დასასრულს დამსწრეებმა მადლობა გადაუხადეს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებს მოხსენებისა და გამართული დისკუსიისთვის, ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ PHR-ის წარმომადგენლებისგან მიიღონ დამატებითი სამართლებრივი კონსულტაციები იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ დასჭირდებათ სასამართლოსთვის მიმართვა მხარდამჭერის სტატუსის მისაღებად.

41720882_550353312051280_2191324195961438208_n41729569_1041112599390787_7627169672047099904_n41745255_1833637180017079_5641103517939662848_n41754825_1013807155466129_7550524511771164672_n41758137_1829171450492122_6485277364283506688_n