PHR-ის იურისტებმა ასოციაცია “ანიკაში” სამუშაო შეხვედრა გამართეს

14 სექტემბერს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა – ქეთევან კოპალიანმა და სოფიკო მენაბდიშვილმა ასოციაცია „ანიკაში“ ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

41716484_1444848665658826_8174885385059434496_n.jpgორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოხსნებისას ყურადღება გაამახვილეს იმ განსხვავებებზე, რაც მეურვეობის კანონმდებლობასა და მხარდამჭერის ინსტიტუტს შორის არსებობს. მოხსენებისას აღინიშნა ისიც, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არსებითი ცვლილებები განხორციელდა. ორგანიზაციის იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მხარდამჭერის ინსტიტუტთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკის შესახებ; გააცნეს ის რეგულაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ქმედუნარიანობის უფლების განხორციელების დამატებითი უზრუნველყოფა.

დისკუსიის ნაწილში შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, თუ ვინ არიან ის პირები, რომელთაც კანონმდებლობიდან გამომდინარე, აქვთ უფლებამოსილება, მხარდაჭერის ფარგლების შეცვლასთან დაკავშირებით მიმართონ სასამართლოს. ორგანიზაციის იურისტებმა მათ განუმარტეს, რომ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის უფლებამოსილება აქვს თავად მხარდაჭერის მიმღებ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს, მხარდამჭერს და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს.

შეხვედრის დასასრულს, ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს PHR-ის იურისტებს მიწოდებული ინფორმაციისთვის და გამოთქვეს სურვილი იმისათვის, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ჩატარდეს.

41688142_1444849368992089_4016653522593382400_n41721466_1444849285658764_7295738947169157120_n41741976_1444848968992129_8143371272978432000_n41796674_1444848278992198_141731687385006080_n41878324_1444847152325644_296257704387674112_n