PHR-ის იურისტებმა ქუთაისში გენდერული დისკრიმინაციის შესახებ საჯარო სემინარი ჩაატარეს

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა მარიამ ქევხიშვილმა და ანა თავხელიძემ საქართველოში გენდერული დისკრიმინაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკის შესახებ საჯარო სემინარი ჩაატარეს. შეხვედრა 6 სექტემბერს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ოფისში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო დაწესებულებების, იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

IMG_3242ანა თავხელიძემ სემინარზე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის დეფინიციასა და ფორმებზე ისაუბრა. განიხილა ის გამომწვევი, მიზეზები და ფაქტორები, რაც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ანამ ასევე ისაუბრა, სტამბულის კონვენციის საფუძველზე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ყურადღება გაამახვილა ადევნებისა და სექსუალური შევიწროების შინაარსზე, ასევე  მონაწილეებს გააცნო თუ რა შედეგებს იწვევს ძალადობა ადრესატში. მარიამ ქევხიშვილმა კი, სემინარის მონაწილეებს ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების მიმართულებით ორგანიზაციის მიმდინარე და დასრულებული საქმეები გააცნო. განიხილა პრეცედენტული გადაწყვეტილებები და მონაწილეებს მათ მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ გარშემო ხშირია გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევები როგორც დასაქმების ადგილას, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში და სემინარზე კონკრეტული ფაქტები განიხილეს. ამის მიზეზად საზოგადოების არაინფორმირებულობა დაასახელეს და აღნიშნეს, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოების ფუნქციონირებისა, საზოგადოებას მაინც არ აქვს ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცეს გენდერული დისკრიმინაციისას. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე და აღნიშნეს, რომ ამ საკითხის შესახებ ქალებს უჭირთ ხმამაღლა საუბარი.

IMG_3228IMG_3230IMG_3234IMG_3236IMG_3242IMG_3245IMG_3247IMG_3248IMG_3249IMG_3250IMG_3251IMG_3254IMG_3255IMG_3257IMG_3259IMG_3262IMG_3263IMG_3274IMG_3289IMG_3293IMG_3296IMG_3302IMG_3305IMG_3316