უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მრჩევლებსა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრი ორგანიზაციები, მათ შორის „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მონაწილეობდნენ.

კოალიციის ბორდის წევრებმა პრეზიდენტის მრჩევლებს თავიანთი ხედვა და ის კრიტერიუმები გაუზიარეს, რასაც მათი მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს კანდიდატის შერჩევის პროცდურების ღიაობის მნიშვნელობისა და ფართო კონსენსუსის საჭიროების საკითხი.

პრეზიდენტის.jpg