სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

პროექტი: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

დონორი ორგანიზაცია: ციხის საერთაშორისო რეფორმა - PRI

პარტნიორი ორგანიზაცია: ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის; ადამიანის უფლებათა ცენტრი.

განხორციელების ვადები: 20.07.2018 – 25.09.2018

პროექტის მიზნები: პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენის მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების გადახედვის გზით. პროექტის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეფორმის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა.

წინამდებარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური სამაგიდო კვლევის ჩატარება, რომელშიც ასახული იქნება პირობითი მსჯავრის და არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების პროცესში მსჯავრდებულთა (მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების) უფლებრივი მდგომარეობა.