“ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვებისათვის საქართველოში”

დონორი: ფონდი "ღია საზოგადოება -საქართველო".
ხანგძლივობა: 22 აპრილი 2016 - 15 ივნისი 2017

დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ძირითადი მიზანია, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართელოს კანონის ეფექტური აღსრულების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციის დაძლევის კუთხით.

პროექტის სპეციფიური მიზნებია:

შშმ პირთა და ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციის სტრატეგიული საქმეების წარმოება საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში; კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოჩენა, შედარებით სამართლებრივი ანალიზი და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით რეკომენდაციების მომზადება; უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა სამიზნე ჯგუფებისთვის. პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვები.