PHR-ის იურისტებმა საგარეჯოში მხარდამჭერებთან ტრენინგი ჩაატარეს

19 ივლისს, PHR-ის იურისტებმა ქეთევან კოპალიანმა და სოფიკო მენაბდიშვილმა საგარეჯოში ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ მხარდამჭერებთან ტრენინგი ჩაატარეს. შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციაში – “Life” გაიმართა.

37719213_2026750134011054_5190630052101881856_n.jpgტრენინგის განმავლობაში ორგანიზაციის იურისტებმა ქმედუნარიანობის რეფორმის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. ტრენინგზე ყურადღება გაამახვილეს იმ განსხვავებებზე, რაც მეურვეობის კანონმდებლობისა და პრაქტიკას, მეორე მხრივ კი, ქმედუნარიანობის რეფორმით გათვალისწინებულ ცვლილებებს შორის არსებობს. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მხარდამჭერები დაინტერესდნენ, თუ როგორაა შესაძლებელი მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა, ვინ არის უფლებამოსილი პირი, რომ მიმართოს სასამართლოს მხარდაჭერის დანიშვნის, მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის, ან მხარდაჭერის გაუქმების შესახებ. ორგანიზაციის იურისტებმა მხარდამჭერებს განუმარტეს, რომ მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც იცვლება ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიღო გადაწყვტილება ამა თუ იმ ფორმის მხარდაჭერის დადგენის შესახებ. მხარდაჭერის დაწესების, შეცვლისა, თუ გაუქმებისათვის კი, სასამართლოს შესაძლოა მიმართოს თავად ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირმა, მხარდამჭერმა (ან იმ პირმა, რომელსაც სურს მხარდამჭერად დანიშვნა) ან სოციალურმა სამსახურმა.

ტრენინგის დასასრულს მხარდამჭერებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებს და აღნიშნეს, რომ რადგან მხარდამჭერის რეფორმა საქართველოში სიახლეს წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ პრობლემურია იმ ძირითადი პრინციპებისა და რეგულაციების აღქმა, რაც მეურვის მხარდამჭერით ჩანაცვლებამ გამოიწვია. შესაბამისად, გამოთქვეს სურვილი საიმისოდ, რომ ცნობიერების ასამაღლებლად და ინფორმირებულობის ხარისხის გასაზრდელად მსგავსი შეხვედრების ორგანიზება სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება.

37733356_2026750377344363_2319329477106073600_n.jpg