PHR-ის ორგანიზებით ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ თელავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 ივნისს PHR-ის იურისტებმა სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთი კოპალიანმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან, ადგილობრივი სოციალურ მუშაკებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

DSC_0015.JPG

შეხვედრა ქმედუნარიანობის რეფორმას შეეხებოდა. იურისტებმა ისაუბრეს აღნიშნული რეფორმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, როგორ მიმდინარეობს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულების პროცესი, რა პროცედურული ხარვეზები იკვეთება და როგორია ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების პრაქტიკა.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რა დროსაც სოციალური მუშაკების მხრიდან გამოიკვეთა რიგი პრობლემები, როგორიცაა არასაკმარისი ადამიანური რესურსი, რაც იწვევს მუშაკების დატვირთვას და მათი საქმიანობის არაეფექტურად განხორციელების საფუძველი ხდება. ასევე, აღნიშნეს რომ ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნაზე ხელმოსაწერად გადაადგილება უწევთ რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რაც სამუშაო პროცესისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციის იურისტებს და აღნიშნეს, რომ მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის პროცესში, რადგან ახლა უკვე იციან, როგორ იმოქმედონ.36728458_1998157290203672_6277608119199596544_n

36748615_1998157693536965_5729745333622145024_n

DSC_0011

DSC_0017

DSC_0018

DSC_0032