PHR-ის წარმომადგენელი ქალთა და ოჯახში ძალადობის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 21-22 ივნისს საერთაშორის კონფერენცია – „ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის სისხლის სამართლებრივი რეგულირების გამოწვევები“ – გაიმართა. კონფერენციაში საქართველოსა და გერმანიის პროფესორები, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის PHR-ის წარმომადგენელი მარიამ ქევხიშვილი, მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანს საქართველო-გერმანიის კანონმდებლობასთან სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის შედარებითი ანალიზი წარმოადგენდა.

img_1417.jpgმარიამმა მოხსენებისას საქართველოში ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრაქტიკულ ასპექტებზე ისაუბრა. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე ორგანიზაციის გამოცდილება და სასამართლო საქმეები განიხილა, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

კონფერენციაზე მოხსენება წარადგინეს მოწვეულმა მომხსენებლებმა – ვუპერტალის პროკურატურის პროკურორმა სებასტიან შთერნბერგერმა, რომელმაც სტამბოლის კონვენციის 34-ე მუხლის შესახებ ისაუბრა და ქარმენ თილემ, ოდერის ფრანქფურტის ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელმაც მონაწილეებს გერმანიის მაგალითზე სტამბოლის კონვენციისა და გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის შესრულების ვალდებულებასა და პრაქტიკაში მის აღსრულებაზე ესაუბრა.

კონფერენცია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IRZ-ის მხარდაჭერით გაიმართა.

 

IMG_1409

i.jpg

36176202_2111926862168101_3869516296743813120_n.jpg