ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება საქართველოში

პროექტი: ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება საქართველოში 

დონორი ორგანიზაცია: ღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) პროგრამა: „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG)".

განხორციელების ვადები: 01.03.2018 - 31.08.2019

პროექტის მიზნები: პროექტი მიზნად ისახავს ადვოკატირების გზით სტამბულის კონვენციის განხორციელებას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას კონვენციის მიერ მოთხოვნილი მონაცემების ეფექტურად შეგროვების ხელშეწყობას.

პროექტი შეისწავლის სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მონაცემთა შეგროვების ამჟამინდელ პრაქტიკას, სხვადასხვა ორგანოებში მონაცემთა შესაგროვებლად არსებულ ინდიკატორებსა და პროცედურებს, მათ შორის კოორდინაციის დონესა და აღნიშნული საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის პრაქტიკას.

პროექტის გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციების ორ ნაწილად, 1) საკანონმდებლო და 2) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლებისთვის. კვლევის შედეგები განიხილება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის გენდერული თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის ჯგუფში და განსახილველად წარედგინება სასამართლო და სამთავრობო დაინტერესებულ მხარეებს. პროექტის გუნდი კვლევის დასრულების შემდეგ განაგრძობს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესების მონიტორინგისა და დაზარალებულთა დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში.

მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდება ინფოგრაფიკები და გავრცელდება სოციალური მედიის საშუალებით. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება ვიდეორგოლები მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და პროექტის რეკომენდაციების გასავრცელებლად. ასევე ცნობიერების ასამაღლებლად, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გამართება დისკუსიები.