PHR-ის იურისტმა დღის ცენტრების წარმომადგენლებთან გენდერული ძალადობის შესახებ სემინარი გამართა

18 ივნისს ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დღის ცენტრებისა და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" წარმომადგენლებთან სემინარი გაიმართა, სადაც PHR-ის იურისტმა ანა თავხელიძემ ისაუბრა დღის ცენტრების როლის შესახებ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობაგამოვლილი ბავშვის მხარდაჭერის პროცესში.

ana.JPG

სემინარის განმავლობაში ანამ ისაუბრა გენდერულ ძალადობაზე, როგორც ოჯახში ძალადობისას არსებულ განმასხვავებელ ნიშანზე და ძალადობის ფორმებზე. სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობასა და ძალადობის გავლენას მათზე. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სასამართლოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათ შორის, PHR-ის მიმდინარე და დასრულებულ საქმეებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, რა დროსაც დღის ცენტრების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ წინააღმდეგობებზე, რასაც ოჯახში ძალადობისას ბავშვთა და ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირებისა და შემდგომში, ძალადობის შესახებ შეტყობინებისას აწყდებიან. მათ აღნიშნეს, რომ  პრაქტიკაში თითქმის არასოდეს ენიჭება ოჯახში ძალადობის შემსწრე ბავშვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. ასევე, ისაუბრეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სამართალდამცავ უწყებებისადმი მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელის შესახებ.

 #EWMI #PROLOG-ის მხარდაჭერით #PHR აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ძალადობაგამოვლილი ქალების დასახმარებლად.

IMG_2872.JPG

IMG_2901

IMG_2899

IMG_2863.JPG

IMG_2902

IMG_2892.JPG

IMG_2876.JPG

IMG_2880.JPG

IMG_2870

IMG_2889.JPG