PHR-ის ხელმძღვანელმა თელავში საკრებულოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

2018 წლის 8 ივნისს PHR-ის ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა "მაკ ჯორჯია"-ს ორგანიზებით ტრენინგი - „ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში“ ჩაატარა. ტრენინგს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, საკრებულოს აპარატისა და მერიისა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ანამ მონაწილეებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები გაეროს შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია გააცნო, ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციასა და ამ მიმართულებით არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის შესახებ გაამახვილა ყურადღება. ტრენინგზე ასევე განიხილებოდა გონივრულ მისადაგებაზე უარი, როგორც დისკრიმინაციის სპეციალური ფორმა და თვითმმართველობის ორგანოების როლი უფლებების დაცვის პროცესში.

ტრენინგი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა.ც