სახელმძღვანელოს – „მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები“ მიხედვით საპილოტე გაკვეთილები ჩატარდა

PHR-ისა და UNICEF-ის წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების 10 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს ესწრებოდნენ, რომელიც დამხმარე სახელმძღვანელოს – „მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები“ მიხედვით საპილოტე რეჟიმში ჩატარდა. სახელმძღვანელო – „მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები“ ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა ძირითადი უფლებები, დანაშაული და საგამოძიებო მოქმედებები, პოლიციასთან ურთიერთობა და მიმართვის უფლება ბავშვთა უფლებების დარღვევის დროს.

NN

სახელმძღვანელო მომზადდა  ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეკწყობით და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ”მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკუთარი უფლებების შესახებ ბავშვების ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე.