PHR-ის იურისტებმა ხელვაჩაურის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ ადამიანებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს

21 მაისს PHR-ის იურისტები ანი სალდაძე და თამარ რობაქიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „აჭარის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ“. გაეცნენ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას და დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან თავიანთი უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. იურისტებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე და ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს.

tmp727968515218210816გარდა დაწესებულების მომსახურებაში ჩართული პირებისა, იურისტები პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც გაესაუბრნენ. როგორც მათთან საუბრისას გამოიკვეთა, ხელვაჩაურის ფსიქიატრიულიც აღმოჩნდა დაწესებულება, სადაც პაციენტები, რომლებიც ნებაყოფლობითი მკურნალობით იმყოფებიან, მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან. კერძოდ, როდესაც პაციენტებს ეწურებათ მკურნალობის ვადა, კრიტერიუმები და არსებობს ყველა წინაპირობა დაწესებულების დასატოვებლად, ისინი ამას ვერ ახერხებენ, რადგან არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, ან რიგ შემთხვევებში, ოჯახის წევრები უარს ამბობენ მათ დაბრუნებაზე ოჯახში. რის გამოც, ისინი იძულებულები არიან, იცხოვრონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

PHR-ის იურისტებმა დაწესებულებაში განსათავსებლად ორგანიზაციის მიერ დისკრიმინაციის თემაზე მომზადებული საინფორმაციო პოსტერები და ბროშურები გადასცეს, რაც იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემის იდენტიფიცირებასა და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭირო სამართლებრივი მომსახურების მიღების პროცედურას გაუმარტივებთ.