ბაღდათში ქალთა და ოჯახში ძალადობის თემაზე მორიგი ტრენინგი გაიმართა

25 მაისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა ანა თავხელიძემ ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან ტრენინგი თემაზე – „მასწავლებლის როლი ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში“ ჩაატარა. ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი სოციალური მუშაკი და მედიის წარმომადგენლები.

IMG_2639.JPGშეხვედრაზე ანამ ისაუბრა როგორც ძალადობის ფორმებზე, ისე ოჯახში ძალადობის საკითხზე, მის მახასიათებლებზე,  ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე. ორგანიზაციის წარმომადგენელმა მონაწილეებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, თუ როდის შეიძლება გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ უნდა დაამყარონ ასეთ დროს ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობა და რა საშუალებებს მიმართონ.

მასწავლებლებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მათ მიერ დასმული კითხვები შეეხებოდა ძალადობის ფორმებსა და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, რაც მასწავლებლების თქმით, განსაკუთრებულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის პროცესში. შეხვედრისას მაღალი ინტერესი გამოიხატა  ბავშვთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების საკითხის შესახებ, ასევე, მასწავლებელთა მხრიდან შეტყობინების ვალდებულებისა და სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების საკითხის მიმართ.

IMG_2639

IMG_2642

IMG_2644

IMG_2648

IMG_2650

IMG_2651

IMG_2655