PHR-ის იურისტმა გორში ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა

18 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა სოფიკო მენაბდიშვილმა გორის მუნიციპალიტეტში მდებარე „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ  სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. მან რეფორმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, მონაწილეებს ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები გააცნო და მხარდამჭერთა უფლება-მოვალეობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

სოციალურმა მუშაკებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მცირე ადამიანური რესურსის, დიდი დატვირთვისა და მათვის მინიჭებული ბევრი ფუნქციის გამო უჭირთ მხარდამჭერების ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულების მონიტორინგის ეფექტურად განხორციელება. ასევე, მათ თქმით, პრობლემურია ამავე მიზნით მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილება, რადგან ეს დაკავშირებულია დროსთან და ფინანსურ ხარჯებთან, რისი გაწევაც თავად სოციალურ მუშაკებს უწევთ. მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილების პრობლემა ექმნებათ თავად ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებსა და მათ მხარდამჭერებს. არაადაპტირებული გარემოს გამო, ვერ ახერხებენ სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით თბილისში გადაადგილებას და ხშირად, ექსპერტთა ჯგუფიც არ გამოთქვამს მზაობას, ექსპერტიზა პირის საცხოვრებელ ადგილას ჩაატაროს.

მხარდამჭერები შეხვედრაზე აღნიშნავდნენ, რომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების პრობლემას წარმოადგენს სასამართლო პროცესების არაორგანიზებულად ჩატარება, კერძოდ, პროცესები არ იმართება დანიშნულ დროს და ხშირად მთელი დღით უწევთ სასამართლოს შენობაში ლოდინი, რაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის დისკომფორტს წარმოადგენს.

32778136_2108100232552983_2050518013899177984_n

32805078_2108100829219590_337757602546974720_n

32835920_2108100532552953_3001972369406296064_n

32838096_2108100625886277_3497139170436972544_n