PHR-ის იურისტებმა მხარდამჭერებთან ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ტრენინგი ჩაატარეს

8 მაისს PHR-ის იურისტებმა ქეთი კოპალიანმა და სოფიკო მენაბდიშვილმა დღის ცენტრის – „კავშირი იას“ მხარდამჭერებთან ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ მორიგი ტრენინგი ჩაატარეს, მათ რეფორმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ და ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები გააცნეს. მათ ტრენინგის მონაწილეებს მხარდამჭერთა უფლება-მოვალეობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დისკუსიის რეჟიმში დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

32192020_1925936954092373_2247564932981719040_nიურისტები მხარდამჭერებს ესაუბრნენ, თუ რა პროცედურებთანაა დაკავშირებული მხარდაჭერის მიმღების სტატუსის მინიჭება, როგორ ხდება სასამართლოსთვის მიმართვა და ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარება. მხარდამჭერები გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან ურთიერთობა და რა ვალდებულებები აქვთ აღნიშნულ პროცესში თავად მხარდამჭერებს; როგორაა შესაძლებელი მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა ან მხარდამჭერის მოვალეობისგან გათავისუფლება, როგორ ერთვება მხარდამჭერი გარიგების დადების პროცესში და როგორაა განსაზღვრული მხარდამჭერის პასუხისმგებლობის საკითხი და ფარგლები. PHR-ის იურისტებმა ასევე ისაუბრეს უცხო ქვეყნების პრაქტიკის შესახებ, თუ როგორ რეგულირდება მხარდაჭერის სერვისების მიწოდების საკითხები: – ანაზღაურებადია თუ არა მხარდამჭერის საქმიანობა, რა სახის დამატებითი მექანიზმები არსებობს იმისათვის, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მხარდაჭერის მიმღებ პირთა ქმედუნარიანობის უფლების განხორციელება.

ტრენინგის მონაწილეებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს იმ პრობლემებისა და დაბრკოლებების შესახებ, რაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სამართლებრივი ქმედუნარიანობის უფლების განხორციელებისას ფინანსურ სფეროში, კერძოდ, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას წარმოიშობა. როგორც მხარდამჭერებმა აღნიშნეს, საბანკო დაწესებულების მხრიდან საპენსიო ბარათის გახსნა ხდება როგორც მხარდაჭერის მიმღების, ისე მხარდამჭერის სახელზე. მხარდაჭერის მიმღებისა და მხარდამჭერის საბანკო ბარათი ერთ ანგარიშზეა მიბმული, რომელზეც ხორციელდება სოციალური გასაცემლის სახით არსებული თანხის დარიცხვა. აღნიშნული თანხის განკარგვა კი თანაბრად შეუძლიათ როგორც მხარდაჭერის მიმღებს, ისე მხარდამჭერს. ორგანიზაციის იურისტებმა მათ განუმარტეს, რომ მხარდამჭერის ინსტიტუტის პრინციპებისა  და ქმედუნარიანობის ახლებური გაგების  შესაბამისად, საპენსიო ბარათი მხოლოდ მხარდაჭერის მიმღების სახელზე უნდა იხსნებოდეს.

მხარდამჭერები დაინტერესდნენ იმითაც, თუ როგორია კანონმდებლობით გაწერილი ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო პროცედურები, სად ტარდება ექსპერტიზა, როგორია ექსპერტიზის ჯგუფის შემადგენლობა და რა კრიტერიუმები არსებობს ფსიქოსოციალური საჭიროების დასადგენად.

ტრენინგი გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძობადი მხარდაჭერასაქართველოში“, ფონდის “ღია საზოგადოებასაქართველო” ფინანსური მზარდაჭერით.

IMG_2399

IMG_2400

IMG_2403

IMG_2405