PHR-ის იურისტებმა მხარდამჭერებთან ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ მორიგი ტრენინგი ჩაატარეს

3 მაის PHR-ის იურისტმა ქეთი კოპალიანმა “სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციაში” მხარდამჭერებთან ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ მორიგი ტრენინგი ჩაატარა და მათ რეფორმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა, გააცნო მხარდაჭერის განხორციელების ფორმები და მხარდამჭერის უფლება–მოვალეობები.

მხარდამჭერებმა, ტრენინგის განმავლობაში, მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა ან მხარდამჭერის მოვალეობისგან გათავისუფლება, როგორ ერთვება მხარდამჭერი გარიგების დადების პროცესში, როგორ მიმდინარეობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან ურთიერთობა და როგორაა განსაზღვრული მხარდამჭერის პასუხისმგებლობის საკითი და ფარგლები. ასევე, ორგანიზაციის იურისტებმა ისაუბრეს მხარდამჭერების მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ნაწილზე მხარდაჭერის მიმღები პირის ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობისას და გარიგების დადებისას. 

es

მხარდამჭერებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ რეგულირდება მხარდაჭერის სერვისების მიწოდების საკითხები საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკაში: – ანაზღაურებადია თუ არა მხარდამჭერის საქმიანობა, რა სახის დამატებითი მექანიზმები არსებობს იმისათვის, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მხარდაჭერის მიმღებ პირთა ქმედუნარიანობის უფლების განხორციელება.

IMG_2378.JPGდისკუსიის ნაწილში მხარდამჭერების ინტერესი გამოიხატა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ურთიერთობის ნაწილში. ჩაუღრმავდნენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს, როგორ უნდა იმოქმედონ პირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და როგორ განსაზღვრონ მათი საჭიროებები. ასევე, აღნიშნეს, რომ თავიანთი ვალდებულებების შესახებ ნაკლებად ინფორმირებულობის გამო, უჭირთ მხარდაჭერის მიმღები პირის საჭიროებების თავისუფლად დაკმაყოფილება, რათა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორინგისას, არ მოხდეს მათი პასუხისგებისა და ფარგლების ეჭვქვეშ დაყენება.

შეხვედრისას მხარდამჭერები ასევე დაინტერესდნენ იმით, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა. ორგანიზაციის იურისტებმა მათ განუმარტეს, რომ იმ საფუძვლის შეცვლის/გაქრობისას, რომლის გათვალისწინებითაც დაინიშნა მხარდაჭერა, მხარდამჭერის, მხარდაჭერის მიმღების, ან სოციალური მუშაკის მიმართვის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მხარდაჭერის სფეროთა შეცვლის, ან მხარდაჭერის გაუქმების შესახებ. მხარდამჭერებმა აღნიშნეს, რომ მხარდაჭერის სერვისის უკეთ მისაწოდებლად საჭიროა მეტი საკანონდებლო მექანიზმის არსებობა და დაინტერესება გამოხატეს იმ ინიციატივების მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ შემუშავების პროცესში არსებულ კანონპროექტში.

ტრენინგი გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოში“, ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” ფინანსური მზარდაჭერით.

img_2368.jpg

IMG_2351

IMG_2360

IMG_2375.JPG

IMG_2365