PHR-ის წარმომადგენელმა მასწავლებლებთან ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მორიგი სემინარი ჩაატარა

26 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა ანა თავხელიძემ ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან მორიგი სემინარი თემაზე – „მასწავლებლის როლი ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში“ ჩაატარა.

IMG_2311.JPGშეხვედრაზე ანამ ისაუბრა როგორც ძალადობის ფორმებზე, ისე ოჯახში ძალადობის საკითხზე, მის მახასიათებლებზე,  ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე. ორგანიზაციის წარმომადგენელმა მონაწილეებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, თუ როდის შეიძლება გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ უნდა დაამყარონ ასეთ დროს ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობა და რა საშუალებებს მიმართონ.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქალთა მიმართ ძალადობის ფორმების, თავშესაფარში არსებული პირობების, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების, მასწავლებლის მიერ სავალდებულო შეტყობინებისა და ძალადობის პრევენციისას მასწავლებლის როლის შესახებ. სემინარის განმავლობაში მასწავლებლებმა ისაუბრეს იმერეთის რეგიონში არსებულ პრობლემებზე ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მშობლების არაინფორმირებულობის მიმართულებით.

IMG_2338

IMG_2346.JPG

IMG_2316.JPG