მასწავლებლები სახელმძღვანელოს ”მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები” გაეცნენ

24 აპრილს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა  გაიმართა. მასწავლებლები გაეცნენ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ მომზადებულ სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს – ”მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები”.

იუნისეფი

სახელმძღვანელო მომზადდა ევროკავშირის პროექტის ”მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკუთარი უფლებების შესახებ ბავშვების ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე.

 31706496_1697093430352370_4746167461714329600_n

31350297_1905476932832165_2784456357745524736_n