ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის პირველადი შედეგები (2016-2017)

წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წწ. სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პირველადი შედეგები, რომლებიც ეხება ბავშვთა უფლებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს. ეს ანგარიში წარმოადგენს ერთიანი კვლევის ნაწილს, რომელიც ხორციელდება რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი. ერთიანი ანგარიში ასევე მოიცავს ისეთი საკითხების მონიტორინგს როგორიცაა სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურატურა, ადამიანის უფლებათა დაცვის სასჯელაღსრულების სისტემა, და წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების და ლგბტ პირთა უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი მხარდაჭერილია USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა "კანონის უზენაესობა საქართველოში" (PROLoG) და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) მიერ. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა მონიტორინგის ერთიანი მეთოდოლოგია, მომავალში მსგავსი სამოქმედო გეგმების მონიტორინგისთვის.

დოკუმენტის გადმოწერა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: მონიტორინგის პირველადი შედეგები.