PHR-ის იურისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მორიგი შეხვედრა თერჯოლაში გამართეს

PHR-ის იურისტები განაგრძობენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, რაც საკითხის მიმართ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

29 მარტს PHR-ის იურისტებმა ანა თავხელიძემ და მარიამ ქევხიშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მორიგი სემინარი თემაზე – “ექიმის როლი ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში” გამართეს. სემინარში ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმები და ექთნები მონაწილეობდნენ.

IMG_2091

მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის იურისტებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ძალადობის ფორმები და ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირების მახასიათებლები გააცნეს, ექიმები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიის ნაწილში იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რასაც თავად პაციენტებთან ურთიერთობისას აწყდებიან. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოჰყვეს კულტურული ფაქტორი და აღნიშნეს, რომ როდესაც მათ პაციენტები სხეულზე დაზიანებებით აკითხავენ, გასინჯვის პროცესში დასწრების სურვილს გამოთქვამენ პაციენტის მეუღლე, დედამთილი ან სხვა რომელიმე ახლობელი, რაც ხელს უშლით სავარაუდო მსხვერპლთან კონტაქტის დამყარებასა და მათი ნდობის მოპოვებაში. ექიმებმა ასევე ისაუბრეს, რომ ხშირად, პაციენტები თავადვე უარყოფენ ძალადობის ფაქტებს და დაზიანებებს მიაწერენ ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა კიბიდან ჩამოვარდნა ან შემთხვევითი დამწვრობა.

PHR-ის იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს ექიმის მიერ ძალადობაგამოვლილი ქალის იდენტიფიცირების მეთოდებისა და გზების, ძალადობაგამოვლილ ქალთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. მათ, ასევე, განიხილეს ექიმის როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში და სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი.

IMG_2103.JPG

IMG_2108

IMG_2070

IMG_2067.JPG

IMG_2078

IMG_2106

IMG_2111

IMG_2120

IMG_2174

IMG_2091

IMG_2065.JPG

IMG_2089