PHR-ის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის პირველადი შედეგები წარადგინა

დღეს, 27 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პირველადი შედეგები წარადგინეს. პრეზენდაცია ორგანიზაციების „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა“ და კავშირი „საფარის“ ორგანიზებით გაიმართა.

PHR-ის წარმომადგენელმა ნანა გოჩიაშვილმა აუდიტორიას ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  უფლებების დაცვის  მიმართულებით სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

COVERმონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანები ხშირად არ მოიცავს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ყველა გამოწვევას, რომელთა სისტემური გადაჭრის საჭიროებაც არის ქვეყანაში. ამავდროულად გეგმაში გათვალისწინებული ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია პრობლემის სისტემურ მოგვარებასთან, არ შესრულებულა. სამთავრობო სამოქმედო გეგმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აღსრულების მდგომარეობამ  აჩვენა, რომ გეგმით გათვალისწინებული ცალკეული ფუნდამენტური ამოცანები/საქმიანობები, როგორიცაა გაეროს კონვენციის ამოქმედებისათვის შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, ფუნდამენტური საკანონმდებლო აქტების რევიზიასთან დაკავშირებული საქმიანობები და შეფასების სოციალური მოდელის მომზადება/პილოტირება არ შესრულებულა.

ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი მხარდაჭერილია USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაესობა საქართველოში” (PROLoG) და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) მიერ. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა მონიტორინგის ერთიანი მეთოდოლოგია, მომავალში მსგავსი სამოქმედო გეგმების მონიტორინგისთვის.

IMG_1899

IMG_1873

IMG_1883

IMG_1872

IMG_1900.JPG

IMG_1893.JPG