PHR-ის ხელმძღვანელი საქართველოდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის წარსადგენ კანდიდატთა შორისაა

PHR-ის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი საქართველოდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის წარსადგენ კანდიდატთა შორისაა. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის განკარგულებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) წარსადგენ კანდიდატთა სია დამტკიცდა. საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღებას წინ უსწრებდა კანდიდატთა შერჩევის სამეტაპიანი პროცესი, 14 მარტს კი, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომიის წევრებმა  კანდიდატთა სია წარადგინეს, რომელთა შორის არიან: ანა არგანაშვილი, ვლადიმერ მკერვალიშვილი, თეა ჯალიაშვილი.

198_63928_612945_BESO6162_550ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO) არის დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი ორგანო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპის საბჭოს კონვენციის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის
შესახებ (სტამბულის კონვენცია) შესრულებაზე.

საქართველოსთან ერთად GREVIO-ში ასარჩევი კანდიდატების (მაქსიმუმ 3 კანდიდატი) წარდგენის უფლება 16 ქვეყანას ჰქონდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წარდგენილ კანდიდატთა სიას განსახლველად კონვენციის მხარეთა კომიტეტს გადასცემს.