მოძალადეს ყოფილ სიდედრთან მიახლოება აეკრძალა

პირველ მარტს განხილულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოძალადის მიერ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი და ყოფილი სიდედრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა. ძალადობაგამოვლილი ქალის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი იცავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ორგანიზაციის იურისტის პოზიცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა განიხილა ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღნიშნულ ფსიქოლოგიურ ძალადობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლის პატივისა და ღირსების შელახვა. გააწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობაში სტამბოლის კოვენციის რატიფიცირების შედეგად შესული ცვლილებით, რომლის თანახმადაც, ოჯახის წევრებად მოიაზრებიან არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, არამედ ისინიც, ვისთან ერთადაც მოძალადებიი წარუსლში ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას.

შემაკავებელი ორდერის შედეგად, მოძალადეს აეკრძალა ყოფილ სიდედრთან, მის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.