გადაწყვეტილება საქმეზე PHR-ი ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ

3 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადება განიხილა, რომელშიც PHR-ი უთითებდა, რომ “პრაიმ ტაიმის” ჟურნალისტმა ლილუ მიროტაძემ დისკრიმინაციის შემცველი და ბავშვისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებით პროფესიული ეთიკის პრინციპები დაარღვია. ქარტიის საბჭომ გაიზიარა ორგანიზაციის არგუმენტები და გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესების დაცვა) პრინციპები.

28576064_1574389702610757_7019305263817320922_n.jpgჟურნალისტურ პროდუქტში წარმოდგენილი იყო პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ახლობლის Facebook სტატუსი. PHR-ის პოზიციით, სტატუსი ცალსახად შეიცავდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებსა და არასრულწლოვნისთვის საზიანო ინფორმაციას. კერძოდ, ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ მასალაში კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეების დედებზე, ქალებზეა გადატანილი მომხდარი ტრაგედიის ტვირთი, ისინი მოხსენიებულები არიან „მკვლელის დედებად“, ტექსტში კი, ვლინდება მტკიცება, თითქოს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები, სწორედაც რომ დედებისკენ უნდა იყოს მიმართული. გამოყენებულ მასალაში რამდენჯერმე მეორდება, რომ შვილის ქცევაზე პასუხისმგებლობა დედებს ეკისრებათ. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებით, ჟურნალისტი ვერ აცნობიერებს მის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეს, რაც ხელს უწყობს ქალის, როგორც მშობლის მიმართ დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების გამყარებას.

ლილუ მიროტაძემ ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპები დაარღვიაასევე, ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოძიების მსვლელობისას დაკავებული მოზარდები მოხსენიებულები არიან „მაძღარ მკვლელებად“, მაშინ, როდესაც სასამართლოს მათი ბრალეულობა არ დაუდგენია. ასევე, მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოდგენილი სიძულვილის ენა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას, მას წარმოადგენს მონსტრად და შესაბამისად, შეიცავს მოზარდისთვის საზიანო ინფორმაციას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.