PHR-ის წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა

20 თებერვალს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც PHR-ის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონკრეტული ინიციატივები და რეკომენდაციები შესთავაზეს.

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ორგანიზაციის მუშაობისას მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა. კერძოდ, ანი სალდაძემ ყურადღება გაამახვილა ნაგებობების ადაპტირების სტანდარტებსა და დარღვევების მონიტორინგის აუცილებლობაზე, ABA თერაპიის დაფინანსებისა და მასში ჩართვის კრიტერიუმების საკითხებზე, სერვისების ხელმისაწვდომობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის აუცილებლობაზე. მან ასევე კრიტიკულად შეაფასა ის ფაქტი, რომ მიმდინარე შეხვედრას არცერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ ესწრებოდა.  PHR-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაცია მომავალშიც განაგრძობს საკრებულოს მუშაობაზე დაკვირვებას.

28056427_790574807801565_1196184488758724803_n

28058491_790574911134888_3234101993514531799_n

28059006_790574924468220_800756725258247959_n