PHR-ის ხელმძღვანელმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა

16 თებერვალს, ბათუმში, ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა ბავშვთა უფლებების მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა. შეხვედრა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ოფისში გაიმართა.

შეხვედრას  სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები ესწრებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, გაეგოთ, რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ბავშვთა უფლებები და რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულლების პროცესი. ღონისძიებაზე ასევე განიხილებოდა ბულინგის პრობლემა სკოლებსა და საზოგადოებაში, რა სერვისებს სთავაზობენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და რამდენად მორგებულია მათ საჭიროებებს.

შეხვედრა გაიმართა „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრისა” (EECMD) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით.

27973691_1670785282967565_1107269653206110151_n

27973002_1670787322967361_8921985137137091401_n

28056449_1670785426300884_3459193813805055126_n