PHR-ის იურისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მორიგი შეხვედრა ჭიათურაში გამართეს

PHR-ის იურისტები კვლავ განაგრძობენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. შეხვედრების ციკლი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებულობას ადგილობრივ თემში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სპეციფიკური მახასიათებლების შესახებ.

IMG_1771სწორედ ამ მიზნით, 8 თებერვალს PHR-ის იურისტებმა ანა თავხელიძემ და მარიამ ქევხიშვილმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მორიგი სემინარი თემაზე – “ექიმის როლი ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში” გამართეს. სემინარში ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმები და ექთნები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე იურისტებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, ოჯახში ძალადობაზე, მის მახასიათებლებზე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სერვისებზე. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ექიმის მიერ ძალადობაგამოვლილი ქალის იდენტიფიცირების მეთოდებისა და გზების, ძალადობაგამოვლილ ქალთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. მათ, ასევე, განიხილეს ექიმის როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში და სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი.

შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა. მონაწილეებმა იურისტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს. სემინარის მონაწილეებს  ჩვენი ორგანიზაციის მიერ ექიმებისთვის მომზადებული საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ, რაც მათ ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში დაეხმარებათ.

IMG_1757.JPG

IMG_1748.JPG

IMG_1768.JPG

IMG_1764.JPG

IMG_1758.JPG