PHR-ის იურისტებმა სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

27849401_1794169990595824_1050014680_n7 თებერვალს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა მარიამ ქევხიშვილმა და ანა თავხელიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მიწვევით მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსწავლეებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ესაუბრნენ. იურისტებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბულინგის პრობლემა მოზარდებში და ბავშვებს ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, სახეებსა და პრევენციის გზებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ღონისძიება „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართა. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძემ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხებსა და მოზარდებში ძალადობაზე ისაუბრა.

27848549_1793944603951696_1419078078_n

27783901_1793951500617673_1370934577_n.jpg

27781921_1793944573951699_1034087336_n.jpg

IMG_1406

IMG_1418