PHR-ის წარმომადგენელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარების შესახებ ისაუბრა

PHR-ის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით საერთაშორისო დიპლომატიური მისიის წევრებს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა გააცნო. მან ასევე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას არსებობს. ყურადღება გაამახვილა დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობაზე და იმ უფლებადარღვევებზე, რასაც ადამიანები პანსიონატებში ცხოვრებისას აწყდებიან. ანამ, ასევე ისაუბრა ჩვენი ორგანიზაციის სრტატეგიულ საქმეებსა და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც ორგანიზაციის სამართალწარმოების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარების გასაუმჯობესებლად განხორციელდა.

27067630_1483465971779119_3915365479290603420_n