PHR-ის წარმომადგენელმა დამიანის უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

24 იანვარს PHR-ის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბავშვებთან მათი უფლებებისა და თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ბოლნისის ქალთა ოთახის ოფისში გაიმართა. ანა ბავშვებს გენდერულ სტერეოტიპებზე, ადრეულ ასაკში ინფორმაციის მიღების აუცილებლობაზე, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ესაუბრა და იმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები და როგორ დაუჭირონ მხარი თანატოლებს, რომლებიც გენდერულ უთანასწორობასა და ძალადობას განიცდიან.

PHR-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიწვევით გამართა.

DSCN2496.JPG